განვიხილეთ სამომავლო გეგმები. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით, – ამის შესახებ გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე სხვადასხვა გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტს აწუხებს.
„გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორცილდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ველოდებით გამარჯვებულ კომპანიას. სამუშაოების შესრულების შემდეგ 5 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტის განხორციელების ვადა 18 თვეა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევებზე და საჭიროებებზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. განვიხილეთ სამომავლო გეგმები. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით“, – განაცხადა დავით კარგარეთელმა.









