კამათი რუსთავის საკრებულოს სხდომაზე – “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს დეპუტატის, ნანა შატბერაშვილის განცხადებით, ქალაქის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, სავარაუდოდ, საკვები პროდუქტები დაიკარგა.
ნანა შატბერაშვილმა კითხვებზე პასუხის მისაღებად, ეკა ხუციშვილის საკრებულოს სხდომაზე დასწრება ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას მოითხოვა. წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომას ეკა ხუციშვილი ქალაქში არ ყოფნის მიზეზით ვერ დაესწრო.
“ქრონიკა” ინფორმაციის დასაზუსტებლად ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ეკა ხუციშვილი ენმ-ს წევრის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ბაღებში საკვები პროდუქტს დაკარგვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.









