კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა.
დღეიდან, იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით ( “ფაიზერი”; “სინოფარმი”; “სინოვაკი”) აცრა შეეძლებათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით , ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული “ასტრაზენეკას” დოზები.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, მომავალ კვირას შესაბამისი სამსახურების მიერ დაზუსტდება “ასტრაზენეკას” რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი.