დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, ის რეგულაცები რაც დაწესებულია აუცილებლად უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიამ კომენტარი გააკეთა ე.წ. მწვანე პასპორტთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
“მწვანე პასპორტის” მიამრთულებით ბუნებრივია მუშაობა მიმდინაროებს, კონცეფცია დამუშავებუკლა, მწვანე პასპორტი ითვალისწინებს ეპიდ უსაფთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადსახვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის, ამის პრეცედენტი არსებობს და მნიშვნელოვანია ეს გაფართოვდეს, რომ ხელი შევუშალოთ ეპიდემიის შემდგომ გავრცელებას.”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წახალისების მიზნით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება და “მწვანე პასპორტის” გაფართოება.
“მწვანე საშვის მექანიზმის გაფართოერბა, გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში, მაგრამ ამას უნდა ჰქოდეს ფართო ხასიათი, როგორც არის ეს ბევრ ქვეყანაში. “- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭო მუშაობს საკითხე, როდის შევა ძალაში “მწვანე პასპორტი”.









