კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის სკოლებსა და ბაღებში

ეპიდვითარება რუსთავის სკოლებსა და ბაღებში –  რუსთავში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, ბაგა-ბაღების გაერთიანების 22 ფილიალიდან, 3 დაკეტილია. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ დაკეტილი ბაღები პროტოკოლის თანახმად, უახლოეს დღეებში გაიხსნება.  მათივე ცნობით, კოვიდვირუსის შემთხვევები როგორც ბაღების პერსონალში, ასევე აღსაზრდელებში ფიქსირდება.

რაც შეეხება სკოლებს, ამ დროისათვის რუსთავის 26-ვე საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება მიმდინარეობს. სკოლების 45- მდე სხვადასხვა კლასი საგაკვეთლო პროცესს  ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.