კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა საქართველოში | 24 ნოემბრის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 4 098 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  გარდაიცვალა 64 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს  ქვემო ქართლში ვირუსი 187 პირს დაუდასტურდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 588 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,04%, ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო შვიდი დღის – 9,19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 822 383 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 763 755 გამოჯანმრთელდა, 11 679 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 112 851 აცრა, დღიურად აცრილია 3 707.