საქართველოში კორონავირუსის 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 812 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი, რაც შეეხება რეგიონს ქვემო ქართლიში კოვიდვირუსი 295 პირს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 707 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 9,33%, ბოლო 14 დღის – 9,77%, ბოლო შვიდი დღის – 9,11%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 795 847 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 731 996 გამოჯანმრთელდა, 11 212 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 066 159 აცრა, დღიურად აცრილია 8 233.
კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 614 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 175 პირი.