კორონავირუსი: საქართველო 5 050 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლი 293

საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 4 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 80 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კორონავირუსით კიდევ 293 პირი დაინფიცირდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 854 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,38%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო შვიდი დღის – 8,95%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 845 643 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 788 201 გამოჯანმრთელდა, 12 054 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 170 057 აცრა, დღიურად აცრილია 13 603.