მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ საგზაო პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება.

საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 25 აპრილიდან, პირველ ეტაპზე, რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც „B“ და „BE“ კატეგორიის ავტომობილებს მართავენ, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

კანონპროექტი ითვალისწინებს  მოპედების რეგისტაციასაც.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით,  მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი ამ პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი.