ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. მესხიშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. 60 წლამე პირი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქეს გზაზე გადასვლისას ავტომობილი დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.