ნინო ლაცაბიძემ სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა[ვიდეო]

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის და მუნიციპალური სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი იყო.

ქალაქის პირველმა პირმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელ პირებს სამუშაო გეგმის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა მისცა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია დროულად მომზადდეს სატენდერო დოკუმენტები, რომ  პროექტების განხორციელება 2022 წლის იანვრიდან, შეფერხების გარეშე, დაიწყოს.

ამასთან, მერის ინფორმაციით, აგრძელებს იმ ობიექტების დათვალიერებას და გაცნობას, სადაც ქალაქის მერია სხვადსხვა პროექტებს ახორციელებს. როგორ ლაცაბიძემ აღნიშნა, მონიტორინგის ფარგლებში იყო გარკვეული ხარვეზები, რომლის აღმოსაფხვრელად აუცილებელია გაძლიერდეს ინფრასტრუქტურის სამსახური.

ქალაქის პირველი პირის თქმით, სამუშაოების ფარგლებში დარღვევები მკაცრად გაკონტროლდება და გულგრილი დამოკიდებულებებისთვის მკაცრ ზომებს მიიღებენ.