რუსთავის ახლადარჩეული მერი, ნინო ლაცაბიძე ქალაქის იმ უბნების მოსახლეობას შეხვდა, სადაც ავარიული კოსპუსების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.
თბილისის, რჩეულიშვილის, ჩაპაევის, გიორგაძის, ჯავახიშვილის ქუჩებზე, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციას, მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. აღნიშნულ ქუჩებზე, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ნინო ლაცაბიძის საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტად იყო გამოყოფილი და რუსთავის მერიის მიერ მომზადებულ 2022 წლის ბიუჯეტშიც აისახა.
ყველა შენობაზე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნა მზადაა, პროექტები შესყიდულია და სამუშაოს შემსრულებლის გამოსავლენად, ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
2022 წელს, რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტებზე, გასულ წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია პრიორიტეტულ პროექტებშია გაწერილი.
გასულ წელთან შედარებით 31 მილიონი ლარით გაზრდილი საწყისი ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოში განსახილველად უკვე შეიტანა.