რომელი საწარმოები დაჯარიმდა რუსთავში?

ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ივნისიდან სექტემბრამდე, რუსთავში  8 საწარმო დაჯარიმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მიაწოდა.

“დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი
რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების
შეუსრულებლობის გამო, დეპარტამენტის მიერ რუსთავში განთავსებული 15 საწარმოს მიმართ
შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები ასკ 761 მუხლით, რომლებიც
გადაეგზავნა სასამართლოს განსახილველად,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ, რომელ საწარმოს რა რაოდენობის ლარის საჯარიმო სანქცია დაეკისრათ:

შპს რუსთავის ფოლადი – 15 000 ლარი
შპს ჯეოსთილი – 10 000 ლარი
შპს რუსელოის – 10 000 ლარი
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია – 10 000 ლარი
შპს მაქს იმპორტი – 10 000 ლარი
შპს არესემ კორპ – 10 000 ლარი
შპს ეი-ემ-ბი ალოის – 30 000 ლარი
შპს ელბა ექსპორტი – 10 000 ლარი
შპს ჯეოფერომეტალი – გადაგზავნილია სასამართლოში
შპს ფერო ელოის ფროდაქშენი – გადაგზავნილია სასამართლოში
სს რუსთავის აზოტი – გადაგზავნილია სასამართლოში
შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია – გადაგზავნილია სასამართლოში
შპს ვივაცემენტი – გადაგზავნილია სასამართლოში
შპს მეგა ცემენტი რუსთავი – გადაგზავნილია სასამართლოში
შპს მშენებელი 2004 – გადაგზავნილია სასამართლოში