რუსთავის ახლადარჩეული მერი, ნინო ლაცაბიძე უფლებამოსილებას შეუდგა. ნინო ლაცაბიძეს რუსთავის მერის პოსტზე პირველი სამუშაო დღე აქვს.
მანამდე ლაცაბიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის მმართველმა გუნდმა რუსთავის მერობის კანდიდატად დაასახელა. არჩევნების მეორე ტურში ლაცაბიძემ არჩევნებზე მისული მოქალაქეების ხმების 53%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.
უფლებამოსილება შეუწყდა ირაკლი ტაბაღუას, რომელიც რუსთავის მერის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.