„თანამშრომლობა მწვანე რუსთავისთვის“ – პროექტის ფარგლებში რუსთავის მე-9 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო.
სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის “გავიგუდეთ” ორგანიზებითა და რუსთაველების ჩართულობით, სკოლის ტერიტორიაზე კიპაროსისა და ტუიების ხეები დაირგო.
დღესვე, პროექტის ფარგლებში კოლეჯ “მოდუსის” ეზოც გამწვანდა.
ოგრანიზაციის “გავიგუდეთ “ინფორმაციით, ირიგაციის და სხვა ხარჯების დიდ ნაწილს ფინანსურად გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტები უზრუნველყოფს, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.
რუსთავში ნოემბერში, ჯამში 500-ზე მეტი ნერგი დაირგვება.