რუსთავის საქალაქო სასამართლოში “გირჩი-მეტი თვისუფლების” წევრი ირაკლუ კუკანიას სასაართლო პროცესი გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის გადაკეტვის გამო დაკავებული კუკანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გაასამართლეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ირაკლი კუკანია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა დაეკისრა 2 000 ლარიანი ჯარიმა.
გათავისუფლებული არიან ასევე, “გირჩი-მეტი თავისუფლების” სხვა წევრებიც. დაჩი გიორგაძისა და ვანო ჩუტლაშვილის სასამართლო პროცესი სამშაბათს, 16 ნოემბერს გადაიდო.









