სამშობიარო სახლი მკვეთრად არღვევს დასაქმებულთა უფლებებს – ინსპექციის ხმაურიანი დასკვნა [ვიდეო]

 რუსთავის სამშობიარო სახლი მკვეთრად არღვევს დასაქმებულთა უფლებებს; კლინიკას მომუშავე პერსონალის მიმართ აქვს დავალიანება, რომელიც 600 000 ლარს აღემატება; სამშობიარო სახლში დასაქმებულების სამუშაო და დასვენების დროები გაწერილი არ არის,  – რუსთავის სამშობიარო სახლში ჩატარებული მოკვლევის შედეგები ცნობილია.  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა და შესაბისი დასკვნა დაწერა.

დასკვნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისგან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გამოითხოვა.

პროფესიული კავშირების გაერთიანების და სამედიცინო პროფკავშირების ხელმძღვანელებმა, სხვა წევრებთან ერთად,  დღესვე სამშობიარო სახლთან ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, შრომის ინსპექციამ დაწესებულებას 30 დღე მისცა გონივრულ ვადად, არსებული დარღვევების გამოსასწორებლად.

იმ შემთხვევაში, თუ სამშობიარო სახლი ხარვეზები გამოსწორებას ვერ უზრუნველყოფს და პერსონალს ხელფასებს არ დაურიცხავს, პროფკავშირების წევრები საქმის გაგრძელებას აპირებენ.