საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 საათში 4 428 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 62 პაციენტი. რაც შეეხება ქვემო ქართლს, რეგიონში კორონავირუსი 330 ადამიანს დაუდასტურდა. 23 ნოემბრის მონაცემებით, მხარეში აიცრა 558 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 440 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,89%, ბოლო 14 დღის – 9,11%, ბოლო შვიდი დღის – 8,97%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 819 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 759 657 გამოჯანმრთელდა, 11 615 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 107 467 აცრა, დღიურად აცრილია 9 594.