მე-5 დღეა რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შიმშილობენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.
პროტესტს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, რუსთავის ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატი, გიორგი ბერაძე შეუერთდა.
ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკვე 50-ე დღეა შიმშილობს. ცოტა ხნის წინ, იუსტიის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.