ცნობილია საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები

საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში 30%- დან 50% – მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა”, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან,საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას „პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ.გადაწყვეტილება 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება.

“რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით”, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ყველა რესტორანი ვალდებულია მომხმარებელი 1-ელი დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ შემთხვევაში მიიღოს,“- განაცხადა ღიბრაძემ.

მოგვიანებით, საკოორდინაციო საბჭომ ახალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ვრცელი ინფორმაცია გაავრცელა.