ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთაველის ქუჩაზე [ფოტო]

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთაველის ქუჩაზე. TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.