აზოტის ქარხანაში ხანძარი იყო

აზოტის ქარხანაში ხანძარი იყო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ქარხნის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში გაჩნდა. როგორც ადგილზე TV4-ს განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

TV4 დეტალებს არკვევს.