ხანძარი “აზოტის” საწარმოში – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო[ვიდეო]

“აზოტის” საწარმოს ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც “აზოტის” დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ TV4-ს  განუცხადა, ტერიტორია, სადაც  ხანძარი გუშინ ღამის საათებში გაჩნდა, “აზოტის” საამქროებიდან  მოშორებით მდებარეობს.

მისივე თქმით, ცეცხლი მოხმარებულ პოლიპროპილენისა და ბიგბეგების მასას გაუჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“არავინ არ დაშავებულა. ეს არის საამქროებიდან მოშორებით, სადაც არის ძველი მოხმარებული პოლიპროპილენის, ბიგბეგების დაგროვებული მასა, რომელსაც გაუჩნდა ცეცხლი და ლიკვიდირებული იქნა გუშინვე ღამე. პრობლემა არ არის,  მოგვარებულია. საფრთხე არავის არ ემუქრება, არავინ არის დაზარალებული. პოლიციაში შეტანილია გაცხადება, მიმდინარეობს გამოძიება, რომ დავადგინოთ მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ეს ინციდენტი.” – განაცხადა “აზოტის” ქარხნის დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ

“აზოტის” საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, ღამის საათებშა გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.