ბოლო 24 საათში კორონავირუსს 74 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ქვემო ქართლში კოვიდ ვირუსი 146 ადამიანს დაუდასტურდა.

თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 89, იმერეთი – 362, შიდა ქართლი – 81, გურია – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 162, მცხეთა-მთიანეთი – 64, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 477 ტესტი,კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,2%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო შვიდი დღის – 10,41%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 755 046 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 693 129 გამოჯანმრთელდა, 10 509 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარებულია 2 005 229 აცრა, დღიურად აცრილია – 1 204.