განათლების სამინისტრო – ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა

უწყების ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით.

რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ქვემო ქართლში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო 30 სკოლა და 17 სააღმზრდელო დაწესებულებაა დაკეტილი.