გარდაბანში წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის მიმდებარედ მოქალაქეებმა სპეციალური ტექნიკის (ექსკავატორები) გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 25 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.

სამართალდარღვევებზე  საქმისწარმოება დაიწყო.