გარდაბნის მუნიციპალიტეტშიგარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს[ვიდეო]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ სართიჭალაში 800-მდე სანათი და ბოძი დამონტაჟდა.

შესრულებული სამუშაოების ხარისხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ადგილზე გაეცნო. მიმდინარე წელს, გარე განათების ქსელის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, შედეგად მუნიციპალიტეტის 44-ივე სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოები 95%-ით შესრულდა.