“გირჩი-მეტი თავისუფლების” საპროტესტო პერფორმანსი რუსთავში [ვიდეო]

პროპორციული საარჩევნო სისტემა, 2%-იანი ბარიერი, რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე და მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა – ამ მოთხოვნებით პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლება” საქართველოს ექვს ქალაქში საპროტესტო აქციას მართავს.

“გირჩი-მეტი თავისუფლების” პერფორმანსი მიმდინარეობს რუსთავშიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. პარტიის წარმომადგენლებს შენობის შესასვლელები ავტომობილით აქვთ ჩაკეტილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

“გირჩი- მეტი თავისუფლება” პერფორმანსს ექვს ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ბათუმში, თელავსა და გორში ერთდროულად მართავს.