“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” – ხმის მიცემა დასრულდა

პროგრამის “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ფარგლებში რუსთავში განსახორციელებელ პროექტებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. მოქალაქეებს ელექტრონული სახით ხმა იმ ინიციატივისთვის უნდა მიეცათ, რომლის განხორციელებაც ქალაქში სურთ.

კენჭისყრის შემდეგ ეტაპზე სულ 10 იდია იყო გადასული. გამარჯვებული პროექტი 5 ნოემბრამდე უნდა გამოვლინდეს.

პროექტი 2022 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

პროგრამის პირველ ეტაპზე რუსთავის მერიაში სულ 45 წინადადება შევიდა, რომელთაგან ხმის მიცემის ეტაპზე 10 ინიციატივა გადავიდა.

პროგრამა “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.