დავით გარეჯის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო [ვიდეო]

ხანძარი იყო რუსთავში – ცეცხლი დავით გარეჯის ქუჩაზე, N1 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა, კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება იყო.

მეხანძრე-მაშველებმა ბინაში შესვლა ფანჯრიდან, კიბის მეშვეობით შეძლეს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდნენ “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლებიც. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.