დღეიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა.

დღეიდან, იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით ( “ფაიზერი”; “სინოფარმი”; “სინოვაკი”) აცრა შეეძლებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით , ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული “ასტრაზენეკას” დოზები.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, მომავალ კვირას შესაბამისი სამსახურების მიერ დაზუსტდება “ასტრაზენეკას” რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი.