“ენერგო პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

“ენერგო პრო ჯორიჯას” ცნობით, 13 ნოემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ალექსეევკა, ჯვარა, სამღერეთი, ივანოვკა, შიხილო, იფნარა და მიმდებარე სოფლებში;

14 ნოემბერს 11:00-დან 11:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ალექსეევკა, ჯვარა, სამღერეთი, ივანოვკა, შიხილო, იფნარა და მიმდებარე სოფლებში;

15 ნოემბერს 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შულავერი, გერანზავოდი, ნახალოვკა, იმირი, ბუდიონოვკა, წითელი სოფელი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.