მკვლელობა მოხდა თბილისში. ახვლედიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მასაჟის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მსუბუქად არის დაჭრილი კიდევ ერთი ადამიანი. ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.