“კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი წაგვართვა ვერაგმა ვირუსმა”

რუსთავის თეატრის მსახიობი ზააალ(ნუკრი) გამყრელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ქალაქის თეტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის თეატრის დასის მსახიობი კორონავირუსით გარდაიცვალა.

“კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი წაგვართვა ვერაგმა ვირუსმა. რუსთავის თეატრის ძველი თაობის პლეადას ზაალ(ნუკრი) გამყრელიძე გამოაკლდა, რომელიც რუსთავის თეატრის დასს დაარსებიდან მალევე შემოუერთდა და ბოლომდე ერთგულად იდგა სცენასა და მთავარ გულშემატკივართა რიგებში. განსაკუთრებულად მძიმეა ეს წუთები მისი უსაყვარლესი მეუღლისა და ჩვენი ასევე ძვირფასი მსახიობის, ლარისა ხაჭაპურიძისთვის, რომელსაც გამძლეობას ვუსურვებთ ამ მძიმე წუთებში. მშვიდობით, ბატონონ ნუკრი, ღმერთმა აცხოვნოს თქვენი სული….”-ნათქვამია რუსთავის თეატრის “ფეისბუქ” გვერდზე გავრელებულ ინფორმაციაში.