კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეისთვის 12-დან 15 წლამდე 106 ბავშვია აცრილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ადრე თუ გვქონდა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით აცრა, დღეს საუბარია, ერთ-ერთ წინადადებად იქნება განხილული, რომ გაიხსნას მშობლების სურვილით და თანხმობით, ყველა ბავშვისთვის. დღეისთვის 12-დან 15 წლამდე სრულად აცრილია 106 ბავშვი. ვფიქრობ, ხვალ ან ზეგ ჩატარდება იმუნიზაციის საბჭო, ეს არის უკვე იმუნიზაციის საბჭოს პრეროგატივა და არა დიდი საბჭოსი. იმუნიზაციის საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ასევე იცით, რომ ჩვენ, როდესაც დავუშვით 16-17 წლის მოზარდების აცრა, დაახლოებით 10 000-ზე ოდნავ მეტი 16-17 წლის მოზარდი „ფაიზერით“ არის აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.









