კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 4 000-ს აჭარბებს

საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 115 ტესტი,  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური მაჩვენებელი არის 11.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 752 855 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 688 781 გამოჯანმრთელდა, 10 435 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 2 003 963, დღიურად აცრილია – 3 453.

ამასთან, 6 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 235 პაციენტი, გარდაიცვალა 68.