საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 508 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში “კოვიდ-19”-ის 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 782 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,75%, ბოლო 14 დღის – 10,02%, ბოლო შვიდი დღის – 10,06%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 775 826 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 708 820 გამოჯანმრთელდა, 10 816 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 032 939 აცრა, დღიურად აცრილია 7 103.









