კორონავირუსი: საქართველო 4 331 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლი – 245

საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 4 804ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში  კორონავირუსი 245 პირს დაუდასტურდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 987 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,06%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 826 714 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 768 559 გამოჯანმრთელდა, 11 736 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 122 856 აცრა, დღიურად აცრილია 9 398.