საქართველოში კორონავირუსის 1 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 6 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 82 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 166 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9,97%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9,52%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 785 911 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 722 399 გამოჯანმრთელდა, 11 057 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 048 393 აცრა, დღიურად აცრილია 1 874.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 847 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 191 პირი.