გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
საავტომობილი გზის მშენებლობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა სოფელ მარტყოფში,სადაც პროექტის თანახმად მდინარის მარცხენა და მარჯვენა სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინრე სამუშაო პროცესს, მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.