ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი „მწვანე საშვის“ კონცეფციას შეეხო.
მისივე ცნობით, ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა, რათა მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება.
მისი თქმით, „მწვანე საშვის“ ამოქმედებამდე საჭიროა ადმინისტრირების მექანიზმების მომზადება.
„ვიდრე ბიზნესი თავად მზაობას არ გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც მასთან მივა „მწვანე საშვის“ გარეშე, ვერაფრით მოხვდება იმ გარემოში, რომელშიც ბიზნესაქტივობა წარმოებს და ასევე, არ იქნება ზედმიწევნით ზუსტად შრომის ინსპექციის მხრიდან ის მექანიზმები და გარანტიები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ აღსრულება მოხდეს შესაფერისად, მანამდე ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა. ამდენად ამ გარანტიებზე მიდის ახლა მუშაობა და როგორც კი გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული სურათი, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.









