რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 2022 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს. მომავალ წელს ქალაქში 25 მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, პროექტებს შორისაა:
• მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია;
• კლდიაშვილის,დიდების ხეივანის, ჩეხოვის N8-სა და მესხიშვილის N11-13-თან სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია;
• რუსთაველის ქუჩაზე ფასადებისა და ტროტუარების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
• ქაშაკაშვილის N8, N10, რუსთაველის N11, ვაჟა-ფშაველას II გასასვლელის N4, თბილისის N26, რჩეულიშვილის N2 და ჩაპაევის N5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების გამაგრება/რეაბილიტაცია;
• ნეკრასოვისა და სამშვილდის, სამგორის, ლეონიძის, გრიგოლ ხანძთელის, დოლიძის, წერეთლის, მშვიდობის (საზოგადოება აზოტის მიმდ. ტერიტორია), და მშენებელთა ქუჩაზე ვენდისპანსერის მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის მოწყობა;
• კულტურისა და დასვენების პარკში ველობილიკის მოწყობა;
• კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე N1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;
• შარტავას გამზირზე N19-დან მე-20 მკრ-ის N1 კორპუსამდე ტროტუარების მოწყობა;
აღნიშნული პროექტები, განხილვისა და შესაბამისი დაფინანსების მიღების მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.
დღესვე, საკრებულომ საწარმოო ზონების: დავით გარეჯის ქუჩის, ლემშვენიერას გზატკეცილის და 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა დაამტკიცა. იგეგმება აღნიშნული ტერიტორიების აუქციონზე გატანა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ სახელწოდება შეიცვალა და ამიერიდან სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი “კესანე“ ერქმევა.
დეპუტატმება დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს და ყველა მათგანი დადებითად გადაწყვიტეს.