ქართველი რეჟისორი და ოპერატორი ერმალო მაღრაძე 78 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
რეჟისორი კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ინფორმაციისთვის, ერმალო მაღრაძე 1943 წლის 14 დეკემბერს სამტრედიაში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა ზესტაფონის რკინიგზის საშუალო სკოლა. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით. 1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.









