როდის უნდა გასუფთავდეს ქალაქი სააგიტაციო მასალებისგან[ვიდეო]

 პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქალაქში საარჩევნო სააგიტაციო მასალები კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა ჩამოხსნან. ისინი ვალდებულები არიან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15  დღის ვადაში, ქალაქი საარჩევნო პლაკატებისგან გაასუფთაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული სანქცია დაეკისრებათ.

პირველ ჯერზე კანონდამრღვევები 50 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში სანქცია 500 ლარით არის განსაზღვრული.

არჩევნებისთვის, სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულაციები რუსთავის საკრებულომ დაამტკიცა. სააგიტაციო სტენდები ქალაქის სხვადასხვა უბანში 23 ლოკაციაზე დადგეს.  კანონით განსაზღვრული იყო ასევე ის ადგილები და შენობა-ნაგებობები, რომელზეც პოლიტიკურ სუბიექტებს პლაკატების გაკვრა ეკრძალდებოდათ.