რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული საქართველოში დაბრუნდა

რუსთაველი მოკრივე, ლაშა გურული საქართველოში დაბრუნდა.

სპორტსმენმა 49 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს მესამე ადგილი მოუტანა და ოთხ ბრძოლაში წარმატებით იასპარეზა.

მოკრივე გულშემატკივრებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ტრავმის გარეშე, მას მსოფლიო ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ბრძოლაში მიღებული ტრავმის გამო, გურულმა ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.