რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკაში TV4-ს განუცხადეს, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული 7 თვისაა, დანარჩენი პაციენტები სასკოლო ასაკის. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევები კვლავ მატულობს. ვირუსული ინფექცია საშუალოდ, ყოველდღიურად 4-5 ბავშვს უდასტურდება.