ვაქცინაციის როლი პანდემიის დამარცხებაში – რუსთავში შეხვედრა გაიმართა[ვიდეო]

რუსთავის მუნიციპალურმა სერვისმა „60+ კლუბი“ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას უმასპინძლა.

ღონისძიების მთავარი თემა პანდემიის დამარცხების საკითხში ვაქცინაციის როლი იყო. “60+ კლუბის” წევრებთან, ვაქცინაციის როლზე  მედიცინის დოქტორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, მაია გოთუამ ისაუბრა.

სტუმრებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქავთარაძემ და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ სიტყვით მიმართეს.

ინფორმაციისთვის, „60+ კლუბი“ არის უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.