რუსთავის იუსტიციის სახლთან რიგებია. სხვადსხვა მომსახურების მისაღებად, შესასვლელთან ათეულობით ადამიანი ელოდება საკუთარ რიგს. როგორც იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში TV4-ს განუცხადეს, რიგები მომსახურებაზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.
მათივე ინფორმაციით, კოვიდრეგულაციების გამო, შენობაში ადამიანთა პროტოკოლით გათვალისწინებულ რაოდენობას ეტაპობრივად უშვებენ, რაც ლოდინის პროცესს ზრდის. პრესამსახურის ცნობით, რიგები წინასწარი ჯავშნის მოხსნასაც უკავშირდება.
26 ოქტომბერს იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა. ჯავშნის მოხსნა სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.