რუსთავის საქალაქო სასამართლოში “გირჩი-მეტი თვისუფლების” წევრი ირაკლუ კუკანიას სასაართლო პროცესი გაიმართა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში “გირჩი-მეტი თვისუფლების” წევრი ირაკლუ კუკანიას სასაართლო პროცესი გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის  გადაკეტვის გამო დაკავებული  კუკანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გაასამართლეს, რაც   სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ირაკლი კუკანია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა დაეკისრა 2 000 ლარიანი ჯარიმა.

გათავისუფლებული არიან ასევე,  “გირჩი-მეტი თავისუფლების” სხვა წევრებიც.  დაჩი გიორგაძისა და ვანო ჩუტლაშვილის სასამართლო პროცესი სამშაბათს, 16 ნოემბერს გადაიდო.