დღეს რუსთავის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტის “ძლიერი დედა უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალების სივრცეს” ხელმძღვანელი ლია კოშაძე მოწვეულ სტუმართან და რუსთაველ დედებთან ერთად მასპინძლობდა. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა საზოგადოებრივ აქტივობებში მოქალაქის როლი და სამოქალაქო შეგნების გაძლიერება იყო.
პროექტი ერთი წელია ხორციელდება, რომლის მიზანია, დედებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. პროექტის ფარგლებში რუსთაველი დედები შეხვედრებს კვირაში ერთხელ სხვადასხვა სპიკერთან ერთად მართავენ.